გასწორება
ეს ეკრანი აძლევს ადმინისტრატორს საშუალებას გააკეთოს უმარტივესი გასწორებები. სინამდვილეში, ეს ეკრანი გაჩვენებთ მხოლოდ უმარტივეს გასწორებებს, რომელიც საკმარისი იქნება ადმინისტრატორების უმეტესობისათვის. თუკი გსურთ იხილოთ სხვა გასწორებები (დამატებით), იხილეთ ფაილი include/config_default.inc.php.
ეკრანი დაყოფილია სექციებად და დაჯგუფებულია რამდენიმე თემად.
მთავარი
- გალერეის სახელი: გამოიყენება RSS ლენტაში და email შეტყობინებებში.
- წარწერა ბანერზე: ნაჩვენები იქნება ყველა გვერდის ზევით.
- გალერეის მისამართი: გამოიყენება RSS ლენტაში.
- გალერეის დაბლოკვა: გალერეის დაკეტვა მომსახურეობის მიზნით. გალერეა ღია იქნება მხოლოდ ადმინისტრატორისათვის.
- შეფასებები: ნება დავრთოთ შეაფასონ.
- სტუმრების შეფასებები: დაურეგისტრირებელი მომხმარებლებიც შეძლებენ შეაფასონ ფოტოები.
- დაუშვათ მომხმარებლების რეგისტრაცია: ნებისმიერს შეუძლია დარეგისტრირება.
- ელ.ფოსტის მისამართი აუცილებელია ყველა მომხმარებლისათვის : მისამართის არსებობა შემოწმებული იქნება რეგისტრაციის დროს ან პროფილის შეცვლის დროს თუკი ეს მოქმედება აღნიშნულია ადმინისტრირების ნაწილში.
- შევატყობინოთ ადმინისტრატორს როცა ახალი მომხმარებელი დარეგისტრირდება:
ადმინისტრატორი მიიღებს შეტყობინებას ყოველი რეგისტრაციის შესახებ.
ისტორია
ნანახი გვერდები category.php და
picture.php ჩაწერილი იქნება ტაბულაში history
.
ნახვები ნაჩვენები იქნება ადმინისტრირება, სპეც.ფუნქციები, ისტორია.
- შევინახოთ სტუმრების მიერ ნანახი გვერდები: გვერდები, რომლებსაც სტუმრები ნახავენ, შენახული იქნება.
- შევინახოთ მომხმარებლების მიერ ნანახი გვერდები: გვერდები, რომლებსაც დარეგისტრირებული მომხმარებლები ნახავენ, შენახული იქნება.
- შევინახოთ ადმინისტრატორების მიერ ნანახი გვერდები: გვერდები, რომლებსაც ადმინისტრატორები ნახავენ, შენახული იქნება.
კომენტარები
- კომენტარები ყველასათვის: დაურეგისტრირებელი მომხმარებლებიც შეძლებენ შეაფასონ ფოტოები.
- კომენტარების რაოდენობა გვერდზე.
- შემოწმება: ადმინისტრატორი ამოწმებს მომხმარებლების მიერ დაწერილ შეფასებებს მანამდე, სანამ ისინი ნაჩვენები იქნება საიტზე. კომენტარების შეფასება შესაძლებელია გვერდზე ადმინისტრირება, ფოტოები, კომენტარები.
- შევატყობინოთ ადმინისტრატორს როდესაც არსებობს კომენტარები: გაუგზავნოთ email ადმინისტრატორს როდესაც მომხმარებელი დატოვებს კომენტარს.
- შევატყობინოთ ადმინისტრატორს როდესაც არსებობს კომენტარები შესამოწმებლად:
გაუგზავნოთ email ადმინისტრატორს როდესაც მომხმარებელი დატოვებს კომენტარს ადმინისტრატორის შესამოწმებლად. შესამოწმებელი კომენტარები მდებარეობს გვერდზე
ადმინისტრირება, ფოტოები, კომენტარები.
ატვირთვა
- ვაჩვენოთ ატვირთვის ბმული მუდმივად: თუკი არსებობს კატეგორიები, სადაც დაშვებულია ატვირთვა, დამატებული იქნება ბმული, რომელიც გამოჩნდება ყველა კატეგორიაში.
- მომხმარებლის დაშვების უფლება ასატვირთად:
საშუალებას გაძლევთ შეზღუდოთ მომხმარებლების მიერ ატვირთვა
- შევატყობინოთ ადმინისტრატორს როდესაც ატვირთულია ფოტო: ადმინისტრატორი მიიღებს შეტყობინებას მომხმარებლის მიერ ატვირთულ ფოტოზე.
ჩვენების ძირითადი სახე
აქ შესაძლებელია შეცვალოთ ჩვენების ძირითადი პარამეტრები სტუმრისათვის ან არა ავტორიზებული მომხმარებლისათვის. ავტორიზაციის შემდეგ ჩვენების პარამეტრები შეიცვლება მომხმარებლისაზე ( რომელიც მითითებულია გვერდზე პროფაილი).
ჩვენების პარამეტრები ყველა არსებული მომხმარებლისათვის შეგიძლიათ შეცვალოთ გვერდზე ადმინისტრირება, იდენტიფიკაცია, მომხმარებლები, სადაც შესაძლებელია ჩვენების პარამეტრების გასწორება არნიშნული მომხმარებლებისათვის.
- ენა: გავლენა აქვს მხოლოდ წარწერებზე. კატეგორიის სახელები, ფოტოები და აღწერილობა ლოკალიზებული არ იქნება.
- ფოტოების რაოდენობა სტრიქონში
- სტრიქონების რაოდენობა გვერდზე
- გაფორმება
- "ახლების" ვადა: დღეებში. პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ფოტო ჩაითვლება ახლად. უნდა იყოს 1 დღეზე მეტი.
- გავხსნათ ყველა კატეგორია: გავხსნათ ყველა კატეგორია მენიუში?
ყურადღება: ეს ვარიანტი საკმაოდ დიდ რესურსს მოითხოვს და შესაძლებელია ძალიან დიდი მენიუს გენერირება მოახდინოს, თუკი თქვენს გალერეაში ძალიან ბევრი კატეგორიაა.
- ვაჩვენოთ კომენტარების რაოდენობა: ვაჩვენოთ კომენტარების რაოდენობა თითოეული ფოტოსათვის მინიატურების გვერდზე.
- ვაჩვენოთ ნახვების რაოდენობა: ვაჩვენოთ ფოტოების ნახვების რაოდენობა მინიატურების გვერდზე. მოქმედებს როდესაც პარამეტრი:
$conf['show_nb_hits'] = true;
შენიშვნა: პარამეტრი ძირითადად დგას false.
- გამოსახულების მახსიმალური სიგანე: მაქსიმალური სიგანე ჩვენებისას. თუკი ფოტო მეტია სიგანეში, იგი შემცირებული იქნება ჩვენებისას. თუ თქვენ ირჩევთ ამ ოფციას, უკეთესი იქნება ადრევე შეცვალოთ ფოტოს სიგანე.
- გამოსახულების მაქსიმალური სიმაღლე: იგივე კომენტარები, რაც სიგანეზე.