კატეგორიის თვისება

ეს ეკრანი საშუალებას აძლევს ადმინისტრატორს შეცვალოს რამდენიმე კატეგორიის თვისება ერთდროულად.

ატვირთვა
ხსნის კატეგორიებს მომხმარებლებისათვის ასატვირთად. ნაჩვენებია მხოლოდ არა ვირტუალური და წაუშლელი კატეგორიები.
კომენტარები
ხსნის კატეგორიებს კომენტირებისათვის. აირჩიეთ კატეგორიები, რომლებიც გინდათ გახსნათ კომენტირებისათვის. ფოტო ღიაა კომენტირებისათვის, თუკი ერთი კატეგორია მაინც გახსნილია კომენტარებისათვის.
ბლოკირება
არჩეული კატეგორიები დროებით დაბლოკილი იქნება, მომსახურების მიზნით. დაბლოკილი კატეგორიის ყველა ქვეკატეგორია , ასევე იქნება დაბლოკილი. როცა მოხსნით ბლოკირებას კატეგორიას, მისი ქვეკატეგორიებიდანაც მოიხსნება ბლოკირება.
საერთო / პრივატული
არჩეულ კატეგორიებთან დაშვების მართვა. თუკი გახდით კატეგორიას პრივატულს, საჭიროა მისცეთ მომხმარებლებს ან/და ჯგუფებს მასთან დაშვების უფლება. თუკი კატეგორიას გახდით პრივატულს, მისი ქვეკატეგორიებიც პრივატული გახდება. თუკი კატეგორიას გახდით საერთოს, ყველა მისი ქვეკატეგორია ასევე საერთო იქნება.
პრივილეგიები
ეს განყოფილება ხელმისაწვდომია,თუკი პარამეტრი allow_random_representative (ნახეთ include/config_defaults.inc.php) დაყენებულია true. ყოველ კატეგორიას შეიძლება ქონდეს შემთხვევითი წარმომადგენელი ან მხოლოდ ერთი წარმომადგენელი რომელსაც ადმინისტრატორი აირჩევს.